თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

31 აგვისტო 2018, 00:00 1962 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ირჟი პრეცლიკს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული ურთიერთობები, ასევე, აჭარასა და ჩეხეთს  შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. საუბარი შეეხო 14 სექტემბერს დაგეგმილი ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრის მარტა ნოვაკოვას საქართველოში ვიზიტს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ბათუმს  ბიზნეს დელეგაციასთან ერთად ეწვევა. ჩატარდება ბიზნეს ფორუმი და გაიმართება ოფიციალური შეხვედრები.
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი