ბათუმის საკრებულოს სხდომა დღეს წუთიერი დუმილით გაიხსნა. საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით დეპუტატებმა ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ხსოვნას პატივი მიაგეს, ასევე საქართველოს წინაშე მის ღვაწლზე ისაუბრეს.
დღესვე ''ნაციონალური მოძრაობის წევრი'' ინიციატიოვით გამოვიდა, ბათუმში ლერმონტოვის ქუჩას მაკკეინის სახელი მიენიჭოს.
ოპოზიციონერი დეპუტატები გეგმავენ, ოფიციალური წერილობითი განცხადება შეიტანონ. საკითხს საკრებულოს შემდეგ სხდომებზე დაუბრუნდებიან.