პრემიერის ანგარიში - შეფასებები

28 ივნისი 2025, 14:47 238 ნახვა
00:00
00:00

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური მოხსენება, რომელიც ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდა, პოლიტიკური გამოხმაურებების თემაა. ირაკლი კობახიძემ საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე ისაუბრა.
წლიური ანგარიშის წარდგენისას მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, უკვე განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.
ისაუბრა საგარეო პოლიტიკასა და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოზე. პრემიერი ასევე შეეხო ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და კიდევ ერთხელ ისაუბრა გარე ჩარევების მცდელობებზე.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი