''არა ფობიას'' გურამ კაშიას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

30 აგვისტო 2018, 00:00 2023 ნახვა

სამოქალაქო პლატფორმას „არა ფობიას!“ წევრი ორგანიზაციები საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე კაპიტნის, გურამ კაშიას მიმართ გამოხატულ აგრესიას ეხმაურებიან. ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობებსა და განცხადებებზე, მხარდაჭერას უცხადებენ ლგბტ თემის წევრებს და ყველა იმ პირს, რომლებიც  თემის წევრებს ღიად და თამამად უცხადებენ სოლიდარობას. შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში გურამ კაშიას მიერ, საფეხბურთო მატჩის დროს, ლგბტ სიმბოლიკის ამსახველი სამკლაურის გაკეთებას, საზოგადოებისა და რიგი პოლიტიკური პარტიის მხრიდან აგრესიის შემცველი ჰომოფობიური განცხადებები და ქმედებები მოჰყვა.

მიმდინარე წლის 22 აგვისტოს უეფამ დააწესა ახალი ჯილდო „იქუალ გეიმ“,  რომელიც, პირველად გურამ კაშიას გადაეცემა ლგბტ პირთა მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის. აღნიშნულმა ჟესტმა აგრესიის ახალ ტალღა ააგორა. გურამ კაშიას სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა- ლევან კობიაშვილმა, ვიცე პრეზიდენტმა- ნიკა ჯღარკავამ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა  ნაწილმა. კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს საზოგადო მოღავწეებმა და პოლიტიკოსების ნაწილმაც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი