მუსიკალური ფესტივალი ''ღამის სერენადებიდასრულდა. გუშინ გაიმართა მესამე კონცერტი სახელწოდებით ,,ტანგოს საღამო“, პროექტის ავტორი მევიოლინე გია იაშვილია, მსოფლიო კლასისკის შედევრები ცნობილმა მუსიკოსებმა პიანისტი ალექსანდრე კორსანტიამ, ვახტანგ მაჭავარიანმა გია იაშვილმა და გეზა ჰოსზუ ლეგოცკიმ შეასრულეს.
2 და 4 სექტემბერს საფესტივალო საღამოები თბილისში კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს. ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა. ღამის სერენადები ბათუმში 27 აგვისტოს დაიწყო.