ნარკოდანაშაულში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

28 აგვისტო 2018, 00:00 1535 ნახვა

ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალზე ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულ ირანის სამ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ  მათი შუამდგომლობა გაიზიარა და ირანის სამ მოქალაქეს რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აგრძელებს, ბრალდებულებს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვთ წაყენებული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი