სუნი ბათუმში -ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობამდე გადაუჭრელი პრობლემა

28 აგვისტო 2018, 00:00 1917 ნახვა

 უსიამოვნო სუნი ბათუმის ქუჩების ნაწილში, განსაკუთრებით კი ადლიის დასახლებისა და ხოფის ბაზრობის მიმდებარედ - მოქალაქეები რამდენიმე დღეა საუბრობენ ამ საკითხზე, ფაქტს კი ნაგავსაყრელსა და ღია კანალიზაციებს უკავშირებენ.  მოქალაქეები ფიქრობენ, რომ  შესაძლოა სუნი დამაზიანებელი იყოს მათი ჯანმრთელობისთვის.

კანონდარღვევა სპეციფიკური სუნის გავრცელებასთან დაკავშირებით არსად დაუფიქსირებია გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს. მერიაში კი ამბობენ, რომ პრობლემას მანამ ვერ მოაგვარებენ, სანამ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელი არ აშენდება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით ახალი პოლიგონის მოწყობა შემოდგომაზე დაიწყება. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი