ბათუმში ისევ მძაფრი სუნია. მოქალაქეები ამბობენ, რომ სპეციფიკური სუნი განსაკუთრებით ანგისის დასახლებასა და ხოფის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზეა.
მოქალაქეები ფაქტს ნაგავსაყრელს და ღია კანალიზაციებს უკავშირებენ. ადგილორბივები ფიქრობენ, რომ შესაძლოა სუნი მომწამვლელიც იყოს და პრობლემის მოგვარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სუნს გადამამუშავებელი შენობა და ნაგავსაყრელი იწვევს, პერიოდულად კი ქარი ავრცელებს. სხვა კანონდარღვევითი საქმიანობა ინსპექტირების სამსახურს არ აღმოუჩენია.
ბათუმის მერი ადასტურებს, რომ მძაფრ სუნს ძირითადად ნაგავსაყრელი იწვევს, პრობლემა კი ახალი ნაგავსაყრელის აშენებამდე ვერ მოგვარდება. ლაშა კომახიძე ქუჩების დანაგვიანების გახშირებულ ფაქტებს ტურისტულ სეზონს უკავშირებს.