ბათუმში მელაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ სიმამრმა შელაპარაკების ნიადაგზე ესროლა. დაჭრილი მედცენტრის რეანიმაციაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მას ჭრილობა წელის არეში აქვს მიყენებული. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.