,,მოვითხოვთ აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან“ ამ ლოზუნგით აჭარის მამულიშვილთა კავშირის წევრებმა ღონისძიება გამართეს, რომელიც აჭარის გათავისუფლებიდან 140 წლის იუბილეს მიეძღვნა.
საინიციატივო ჯგუფის მიერ გამოტანილმა ბანერმა ერთ-ერთი მოქალაქის უკმაყოფილება გამოიწვია. მან დღევანდელი შეკრება პოლიტიკურ პროვოკაციად შეაფასა. იგი ტერიტორიიდან სამართალდამცავებმა გაიყვანეს. საიუბილეო ღონისძიების მონაწილეებმა 1877-78 წლების ომსა და აჭარის გათავისუფლების ისტორიაზე ისაუბრეს.