“აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი” დღეს ფესტივალი ბათუმში გაიხსნება. მანამ კი ორგანიზატორებმა მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართეს. ქართველ მომღერლებთან ერთად, სხვა 14 ქვეყნის ცნობილი მომღერალი კონცერტზე მსოფლიო ჰიტებს შეასრულებს.
27-აგვისტოს კონკურსანტები საკუთარი ქვეყნის პოპულარულ სიმღერებს შეასრულებენ, დასკვნით ეტაპზე კი ხელოვანები ქართულ ენაზე ამღერდებიან. გამარჯვებულს სპეციალური ჟიური შეარჩევს. ფესტივალი “აღმოაჩინე აბრეშუმის გზის ვარსკვლავი” საქართველოში პირველად ტარდება.