ბათუმში სახელმწიფო საგრანტო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს. მას ''აწარმოე საქართველოს'' პროგრამით მოსარგებლე და პოტენციური მეწარმეები ესწრებიან.
გასულ წლებთან შედარებით წელს სიახლეებია: თუ სახელმწიფო ბიზნეს იდეას 15 ათას ლარამდე აფინანსებდა წელს 20 ათას ლარამდეა გაზრდილი და ბიზნესის წამოწყება ერთ პირსაც შეუძლია. მათ ვინც უკვე ისარგებლა პროგრამით 50 % თანადაფინანსება თავად მოუწევს. ონლაინ რეგისტრაცია 20 აგვისტოს დაიწყო და 2 სექტემბრამდე გაგრძელდება.
დაინტერესებულ პირს დაფინანსების მიღებამდე რამდენიმე ეტაპის გავლა სჭირდებათ. მათ შორის აპლიკაციის შევსება, ბიზნეს გეგმის კონკურსი და ტრენინგი ზოგადმეწარმეობაში.