ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში, ''კასრში აღმოჩენილი იარაღის საქმეზე'' საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლე ლევან გელოვანმა, ფემბე ოზლემ ოლგუნს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
წინა სასამართლო პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს, მოწმის სახით კი ბრალდებული თურქეთის მოქალაქე ქალი დაიკითხა.
საუბარია გასული წლის 25 ნოემბერს სოფელ კვირიკეში მდინარის პირას ჩამარხულ კასრში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალის ამოღებაზე.
ფემბე ოზლე ოლგუნი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა აღიარებს რომ საქართველოში ყალბი პასპორტის დამზადება სცადა. იგი ბრალდებებს უყენებს საგამოძიებო უწყებებს და ასახელებს კონკრტულ პირებსაც, ვინც მისი თქმით, საქმეში ფიგურირებს.
პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული ცეცხლსასროლ იარაღს – ხელყუმბარას, კალაშნიკოვის ავტომატს და 115 ვაზნას ქობულეთსა და ბათუმში საცხოვრებელ ბინებშიც ინახავდა.