ბათუმი - ქედის მონაკვეთზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი ორმულ შეკეთებას გეგმავს

21 აგვისტო 2018, 00:00 2798 ნახვა

ქედის ცენტრალური მაგისტრალია დაზიანებული - რამდენიმე ათეულ მონაკვეთზე განსაკუთრებით რთულია გადაადგილება. ერთი შეხედვითაც მარტივადაა მისახვედრი რომ დაზიანებას მძიმეწონიანი ავტომობილების გადაადგილება იწვევს.

ამასთან, ქედაში ამბობენ რომ დაზიანება გაზიფიცირებისთვის ჩატარებულმა სამუშაოებმაც გამოიწვია, მათი ნაწილი შესაბამისმა პასუხისმგებელმა კომპანიამ უკვე აღადგინა. როგორც გავარკვიეთ წელს ბათუმი - ახალციხის დამაკავშირებელი გზის ქედის მონაკვეთის სრული კეთილმოწყობა არ იგეგმება. მხოლოდ ზოგიერთი მონაკვეთის შეკეთება მიმდინარეობს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი