4 წლის ბავშვის განზრახ მკვლელობის საქმე

21 აგვისტო 2018, 00:00 2063 ნახვა

4 წლის ბავშვის განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო. პროცესი 27 აგვისტოს, 14 საათზე განახლდება.

დაცვის მხარემ საქმის შესასწავლად დრო მოითხოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ადვოკატს ერთკვირიანი ვადა მიეცა. ბრალდებულის უფლებებს ამჯერად ნუგზარ გრძელიძე დაიცავს.

პროცესს არ ესწრებოდა თავად ბრალდებული.

მოსამართლე დავით მამისეიშვილის განმარტებით, ვინაიდან ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რაც ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, მის გარეშე საქმის განხილვა მართლმსაჯულების განხორციელებას ხელს არ შეუშლის.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა საიორახონ მირბობოიევამ უცხო ქვეყნის მოქალაქე 4 წლის ბავშვი ცემით მოკლა.

შემთხვევა ივნისში მოხდა.

14 ივნისს, ბათუმის ერთ-ერთი პოლიციის განყოფილებასთან მოკლული ბავშვის ცხედარი, სავარაუდო მკვლელმა თავად მიიყვანა და პოლიციას ჩაბარდა. 

ბრალდებული მკვლელობის ჩადენის ფაქტს აღიარებს. 

გამოძიება 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში