საქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

21 აგვისტო 2018, 00:00 1509 ნახვა

ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. ისაუბრეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობაზე, ასევე განიხილეს მიმდინარე წლის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა და 2019 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისიის წევრების შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდის და პარლამენტის წევრებთან, ეროვნულ ბანკში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი