ბათუმში ნახევარფაბრიკატებში ცხენის ხორცი აღმოჩნდა

21 აგვისტო 2018, 00:00 2291 ნახვა

ბათუმში ნახევარფაბრიკატებში ცხენის ხორცი აღმოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია “კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი”-ს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ფაქტი შპს ''პრემიუმ ფუდის'' მიერ დამზადებული ბლინების შემოწმების შემდეგ გამჟღავნდა. ნახევარფაბრიკატში ცხენის ხორცის არსებობა დაადასტურეს სურსათის ეროვნულ სააგენტოშიც.

აჭარის სამმართველოში განმარტეს, რომ ნიმუში გეგმიური შემოწმების დროს აიღეს. მომხდარს მომწოდებლის არაკეთილსინდისიერებას უკავშირებენ ''პრემიუმ ფუდში''. კომპანიაში აცხადებენ, რომ შპს ''ჯი ენდ ეი გრუპმა'', რომელთანაც ხელშეკრულება აქვთ, მიწოდების პირობები დააღვია და საქონლის ეტიკეტით ცხენის ხორცი მიაწოდა.

“ჯი ენდ ეი გრუპთან” დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება, პრემიუმ ფუდის დირექტორი კი აცხადებს, რომ მომწოდებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს და ინციდენტის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი