ავარიას  სტავროპოლთან საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა,  3 კი დაშავდა

20 აგვისტო 2018, 00:00 1945 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთში, სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქეა დაშავებული. მათივე ცნობითმ, სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკონსულო ცდილობს მათთან კონტაქტზე გასვლას. რუსული მედიის ინფორმაციით კი, სტავროპოლის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც ასევე რუსეთის მოქალაქეობაც აქვს. მეორე დაღუპული კი რუსეთის მოქალაქეა.

რაც შეეხება დაშავებულებს, რუსეთის შსს-ს სტავროპოლის ოლქის სამმართველოს ინფორმაციით, 9 დაშავებულიდან 7 რუსეთის, 2 კი - საქართველოს მოქალაქეა.  შეგახსენებთ, გუშინ რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში