სამართალდამცველებმა გურიაში მომხდარ თვითმკვლელობის გახმაურებულ ფაქტზე 1 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებულმა სოფელ ნატანებში მცხოვრები, არასრულწლოვანი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო. და მასთან გარკვეული დროის განმავლობაში, მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით,კი ბრალდებული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა.
მას შემდეგ, რაც გოგონამ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა მისი დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც არასრულწლოვანმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო.გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს.