ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ, - ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მედიის წარმომადგენლებს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რა პოზიცია ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს ავლაბრის სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით. ზურაბიშვილის გაღიზიანება და მედიის წარმომადგენლებისადმი აღნიშნული მიმართვა სწორედ ამ შეკითხვას მოჰყვა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატმა დღეს განაცხადა, იმედი აქვს, რომ "ქართული ოცნება“ მას მხარს დაუჭერს.