სპორტული ინფრასტრუქტურა ბათუმში

14 აგვისტო 2018, 00:00 3520 ნახვა

ორი საერთაშორისო ჩემპიონატი მიმდინარეობს ბათუმში - ერთი წყალბურთში, მეორე კი სპორტულ ტანვარჯიშში. წყალბურთელები დაქირავებულ აუზში ვარჯიშობენ, ტანმოვარჯიშეები კი დარბაზისა და ბატუტების სიმცირის გამო, საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობისთვის ვერ იწვევენ ქვეყნებს.

ჩემპიონები ჰყავთ დარბაზი კი არ აქვთ მკლავჭიდელებსაც. ნაწილის პრობლემა სავარაუდოდ მომავალი წლიდან გადაიჭრება, მას შემდეგ რაც სპორტ - კომპლექსის მშენებლობა დასრულდება. სწორედ მომავალ წელს ექნება ბათუმს სპორტული ქალაქის სტატუსი, რაც თავისთავად გულისხმობს სპორტისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობას.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი