ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით განცხადებით მიმართავს. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ასევე დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის.
ცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატები 12-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა. განაცხადების შეტანა 8 სექტემბრამდე შეუძლიათ. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებამდე არაუგვიანეს 50 დღისა რეგისტრირებულ პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, განაცხადებით მომართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.