გუშინდელი ძლიერი წვიმის გამო სოფელ ზედა აჭყვაში მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასამ 7 ოჯახთან მისასვლელ შიდა სასოფლო გზა ჩაკეტა. დახმარებას ითხოვს სოფელში მცხოვრები ტაკიძეების ოჯახი მათი თქმით ფერდობის ჩამოშლის საფრთხეა რაც მათ სახლს დააზიანებს. ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტში 6 საცხოვრებელი სახლი დაიმეწყრა, მიწის მასა ჩამოწვა გზებზეც.
ამ დროისთვის მეწყრის გასაწმენდად 8 ერთეული ტექნიკა მუშაობს. საცხოვრებლების მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ, სწორედ მათი დასკვნების საფუძველზე გადაწყვეტს მერია რა ღონისძიებები გატარდება მოსახლეობის დასახმარებლად. მუნიციპალიტეტში შეზღუდული იყო ელექტროენერგიის მიწოდება, ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით 300 ოჯახს ელექტრო ენერგია რამდენიმე წუთში უნდა აღუდგეთ.