უილიამ შექსპირის პიესა ,,ზაფხულის ღამის სიზმარი” აკრობატული თეატრის ,,ოცელოტი”-ს შესრულებით იხილა მაყურებელმა ბათუმის საზაფხულო თეატრში. სპექტაკლის ჩვენება პოლონურ-ქართული ფესტივალის ფარგლებში შედგა.
ბათუმს პოლონეთის ქვემო სილეზიის დელეგაცია 7 აგვისტოს ეწვია, ქართულ და პოლონურ მხარეებს შორის გაიმართა შეხვედრები, დაიგეგმა ერთობლივი პროექტები განათლების, სპორტისა და კულტურის მიმართულებით.