ბათუმიდან ქობულეთამდე მგზავრობის საფასური არ გაძვირებულა- აცხადებენ მიკროავტობუსების მძღოლები. მგზავრობა 1 ლარი და 50 თეთრია, რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მძღოლებმა თვითნებურად გააძვირეს მგზავრობის ღირებულება-ისინი განმარტავენ, რომ საღამოს 22 საათიდან, როცა ამ მიმართულებით სამარშრუტო მიკროავტობუსები აღარ გადაადგილდებაინ, სურვილის შემთხვევაში დამატებით რეისს ასრულებენ, რომლის საფასურიც 2 ლარია.