თურქეთში, ქალაქ ორდუში, ძლიერი წვიმის შედეგად 8 ხიდი ჩამოინგრა

08 აგვისტო 2018, 00:00 8952 ნახვა

თურქეთში, ქალაქ ორდუში ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა, 8 ხიდი წაიღო - ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.  haber7.com/ ცნობით, ხიდები ძლიერი წყალდიდობის შედეგად ჩამოინგრა, რომელიც ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. 

შავი ზღვის სანაპიროზე სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებულია, მოძრაობას შეჩერებული იყო ორივე მიმართულებით.  სტიქიის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, მაშველებმა კი 165 ადამიანი გადაარჩინეს. 

ქალაქის მერის ინფორმაციით, კატასტროფა დღის მეორე ნაწილში დაიწყო, მოსახლეობა გაუარესებული მეტეო პირობების შესახებ გაფრთხილებული იყო, თუმცა წყალმოვარდნების შედეგად ხიდების წაღებას არ ვარაუდობდნენ. 

ძლიერი წვიმა, ღამითაც არის მოსალოდნელი - ამბობს ქალაქის მერი და  მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ "არავითარ შემთხვევაში არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები". 

ფოტოები: .hurriyet.com, haber7.com

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი