რვა საკითხი განიხილეს ზონალური საბჭოს სხდომაზე. საკითხების ნაწილი მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობას, ნაწილი კი შენობების რეკონსტრუქციას ეხებოდა. საბჭოს წევრებმა სამი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. მხარი არ დაუჭირეს თამარ მეფის გამზირზე ძმები ნობელების მუზეუმის მოპირდაპირედ მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას.
უარი ეთქვა ასევე ჭავჭავაძის ქუჩაზე თიბისი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე ათსართულიანი, ხოლო არქეოლოგიური მუზეუმის წინ 12 სართულიანი კორპუსების მშენებლობასაც.