საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ კანდიდატს არ წარადგენს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილება პარტიამ დღეს მიიღო.
„დღეს შედგა პარტიული შეხვედრა, სადაც განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, მივიღეთ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ჩართვის თაობაზე. მიღებული იქნა პრინციპული გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნება“ არ წარადგენს თავის კანდიდატს არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატების სრულ სიას გადახედავს და მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს.