,,დრაგი’’ -ავტორბოლა ბათუმში. ავტოსპორტის ამ პოპულარულ სახეობაში მოყვარულები პირველობისთვის ხუთ სხვადასხვა კლასში იბრძოდნენ. პარალელურად მდგომი ორი ავტომობილი ერთმანეთს 402 მეტრის სიგრძეზე შეეჯიბრა.
გამარჯვებულებს თასებისა და მედლების გარდა ავტომობილისთვის საჭირო აქსესუარები გადაეცა . ავტორბოლა აჭარის რეგიონული საავტომობილო ფედერაციის და სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.