‘’მიმდინარეობს მოლაპარაკება კერძო სექტორთან „ოცნების ქალაქის“ პრობლემის მოგვარების მიზნით“ - ამის შესახებ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ „მთავარის“ ეთერში ისაუბრა. თუმცა რამაზ ჯინჭარაძეს არ დაუკონკრეტებია როგორ აპირებს ხელისუფლება კერძო სექტორის დაინტერესებას.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ასევე ფორმულაზე, რომლის მიხედვითაც მოხდება აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრების მოსახლეობის დაკმაყოფილება. მინისტრის მოადგილეს მიაჩნია, რომ 2012 წელს შესაბამისმა უწყებებმა არაეფექტურად იმუშავეს, რის გამოც დღეს აღნიშნული პრობლემის მოგვარება გართულდა.