დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს იუსტიციის მინისტრთან სულ რაღაც 2 შეკითხვა ჰქონდათ. გამოკითხვა კი 4 წუთში დასრულდა. დაინტერესდნენ იცნობს თუ არა თეა წულუკიანი დაკავებულ მირზა სუბელიანს, რაზეც მინისტრმა განაცხდა რომ მას არ იცნობს.
ასევე გამოეხმაურნენ წულუკიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც ყოფილი მთავარი პროკურორის გადადგომას ეხებოდა. ის წერდა, რომ არ ეთანხმებოდა ირაკლი შოთაძის გადადგომას. წულიკიანმა დღეს თქვა, რომ ახლაც იგივე პოზიციაზეა.