თორნიკე რიჟვაძე უკრაინის ელჩს შეხვდა

02 აგვისტო 2018, 00:00 2022 ნახვა

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. თორნიკე რიჟვაძე დღეს უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იჰორ დოლჰოვს შეხვდა.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები უფრო გაღრმავდება. აღინიშნა, რომ გაგრძელდება ასევე ორ ქვეყანას შორის რეგიონული თანამშრომლობა როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე ჰუმანიტარულ-კულტურული მიმართულებით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი