სამოქალაქო  უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა ახალ მოდელზე გადადის

01 აგვისტო 2018, 00:00 1968 ნახვა

დღეიდან ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სამოქალაქო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა ახალ მოდელზე გადადის. კანონი არეგულირებს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნულ სისტემასთან, საგანგებო სიტუაციის პრევენციასა და მზადყოფნასთან, საგანგებო სიტუაციის მართვასთან, ხანძრის ჩაქრობასთან, სამაშველო და საავარიო-სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებს.

კანონით ასევე წესრიგდება სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან, აღნიშნულ სამსახურში მიღებასთან, მოსამსახურეთა მომზადებასა და სამსახურის გავლის წესთან, მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები.

სიახლეა, რომ შემოდის მართვის გამარტივებული სისტემა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში დახმარების მიზნით იქმნება მოხალისეთა სისტემა. ასევე იზრდება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ნუსხა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი