22 წლის ახალგაზრდამ ბათუმში 4 თანატოლი დაჭრა. მათგან ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაჭრილებს ოპერაცია ჩაუტარდათ.
სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ინციდენტი გამთენიისას ერთ-ერთი გასართობ კლუბთან ახლოს მოხდა.