ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უწყება შეამოწმებს ყველა რეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროს, მიუხედავად მათი მფლობელებისა.
ამ ეტაპზე დანიშნულია შემოწმება 2 უცხოურ კომპანიაში. საგამოძიებო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. შემოწმება უკვე ტარდება ხე-ტყის გადამამუშავებელ 52 საწარმოში. გამოვლენილია რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 23 საამქრო და ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა.