მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურისა და მაღალი ტენიანობის ფონზე, მედიკოსები აფრთხილებენ მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე ხვალ და ზეგ, მოერიდონ შუადღისას მზეზე ყოფნას და მიიღონ ბევრი სითხე.
ეს ის პერიოდია, როდესაც განსაკუთრებით იზრდება ჯანმრთელობის დაზიანების რისკი, რაზეც სასწრაფო სამედიცინო ჯგუფების გამოძახებების გაზრდილი რიცხვიც მეტყველებს. გაზრდილია სეზონული ვირუსული დაავადებების შემთხვევებიც. რისკ-ჯგუფებში არიან ბავშვები და ხანში შესული მოქალაქეები.