მთავრობის აპარატის უფროსი გზების დეპარტამენტის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი არჩილ ჩიქოვანი გახდა. იგი თორნიკე რიჟვაძის მეგობარია, ცნობილია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მისი მეჯვარე იყო. რიჟვაძე აჭარაში კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირის – უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პარმენ ჯალაღონიას მეჯვარეა, რომელიც რიჟვაძის გამოჩენამდეც მუშაობდა და კიდევ 3 წელი იმუშავებს ამ პოზიციაზე.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტს რეგიონის მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დეპარტამენტებთან დაკავშირებით, ანუ დატოვებს თუ არა ტურიზმის, გარემოს, საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელებს ძველ პოზიციებზე.