პასუხი პრეზიდენტს

15 ივლისი 2018, 00:00 1442 ნახვა

ამ დრომდე არ სახელდება ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი. პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, და კანდიდატზე პოზიციას შიდა კონსულტაციების შემდეგ დააფიქსირებენ. მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, როცა გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკური კურიოზი უწოდა იმ ფაქტს, რომ მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ კი პრეზიდენტს მოუწოდა, რომ ქართული ოცნება კინკლაობაში არ გამოიწვიოს. საპარლამენტო ოპოზიციაში  ამბობენ, რომ მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კანდიდატობაზე იმის გამო არ თანხმდებიან, რომ “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა რცხვენიათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი