მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის შემდეგ ავტომატურად უწყდებათ უფლებამოსილება მინისტრებს. ისინი უკვე მოვალეობის შემსრულებლები არიან.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ორი კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგეს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას.თავის მხრივ კი ამ კანდიდატმა მომავალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უნდა წარადგინოს.