სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა რუსეთის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებულს გამოძიება თბილისის აეროპორტში ჯანმრთელობისთვის საშიში სითხის დაღვრას ედავება.
"ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი" - წერია განცხადებაში, რომელიც უწყებამ ვებ-გვერდზე გაავრცელა.