მზია ამაღლობელი 32-ე დღეა შიმშილობს

12 თებერვალი 2025, 10:01 75 ნახვა

შიმშილობის 32-ე დღე - დაკავებული მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი კლინიკა ვივამედში რჩება.   მოშიმშილე ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან. მზია ამაღლობელმა გაითვალსიწინა ექიმების რეკომენდაცია და კლინიკაში მონიტორინგის მიზნით დარჩენა გადაწყვიტა, თუმცა იგი შიმშილობას არ წყვეტს.

დაკავებული მედიამენეჯერის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილია პეტიცია. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტად გრძელდება ჟურნალისტის მხარდამჭერი აქციები. 

მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით  შეიქმნა პეტიციაც

ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნისთვის, გამოძიება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში