აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრიფინგი 2 საათით გადაიდო 

04 ივლისი 2018, 00:00 1786 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ბრიფინგი ორი საათით გადაიდო და 12 საათის ნაცვლად, 14 საათზე ჩაინიშნა. მთავრობის პრესამსახურის ინფორმაციით, განცხადების გაკეთება ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დღეს ზურაბ პატარაძე თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთებს განცხადებას.   პატარაძის შემცვლელად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი თორნიკე რიჟვაძე განიხილება. 

სხვა კანდიდატების შესახებ იხილეთ ვრცლად ლინკზე.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი