გადადებული რეისები

16 ივლისი 2016, 00:00 3916 ნახვა

თურქეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები გაუქმდა. სტამბულის ათათურქის აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისი დღეს 9 სათსა და 20 წუთზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა თურქეთიდან ფრენა არ განხორციელდა.  ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, რეისი ბათუმიდან თურქეთის მიმართულებითაც გაუქმებულია. ფრენა 10 საათსა და 35 წუთზე იყო დაგეგმილი, თუმცა გაუქმდა. ბათუმის აეროპორტში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ განხორციელდება თუ არა შემდეგი რეისები.

ამავე კატეგორიაში