ბათუმში, თავდადებულის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი დაიწვა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც.
ხანძრის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. ერთი მეხანძრე-მაშველი დაშავდა ცეცხლის ჩაქრობის დროს.