სანდასუფთავების გადასახადის ამოღება მკაცრდება

29 ივნისი 2018, 00:00 2246 ნახვა

ბათუმის მერია ნაგვის გადასახადის ამოღებას გაამკაცრებს. სავალდებულო გადასახადს ამ დროისთვის ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იხდის. მერიაში განმარტავენ, რომ ამ დრომდე მოსაკრებელი მოქალაქეებისა და კომპანიების კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, სანდასუფთავების სამსახური კი მწირი რესურსის გამო გადასახადის ამოღებას ვერ ახერხებდა.

მერიის სამსახურების რეორგანიზაციისას მოსაკრებლის გადახდის სამსახური შეიქმნა, რომლის თანამშრომლებიც უშუალოდ გადამხდელებთან მივლენ.
 

მოქალაქეებს  არსებული დავალიანების გადახდა ერთდროულად ევალებათ, თუმცა მერიისთვის მიმართვის შემთხვევაში დავალიანების დაფარვის მოქნილი გრაფიკის შედგენის საშუალება მიეცემათ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი