ბათუმის მერია მოწყვლადი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 2 ათას ლარიანი ვაუჩერების გაცემა დაიწყო. პირები, რომლებსაც ბინები საკუთრებაში აქვთ, მაგრამ სარემონტო სამუშაოებს ვერ ატარებენ-რემონტისთვის საჭირო მასალებს აღნიშნული ვაუჩერით შეიძენენ. მათ კი, ვისაც ბინები საკუთრებაში არ აქვთ მერია საყოფაცხოვრებო ნივთებს შეუძენს.
პროგრამა 617 ბენეფიციარზეა გათვლილი და ის წელს ამოქმედდა. აღნიშნული ოჯახები ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა შეისწავლეს. პროგრამას აპროტესტებს “ევროპული საქართველო”. პარტიაში მიაჩნიათ, რომ გამოცხადებული ტენდერით, რომლის მიხედვითაც საყოფაცხოვრებო ტექნიკა უნდა შეიძინონ, მერია ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. მერის მოადგილე ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ პროგრამა დეკემბერში დამტკიცდა, ტენდერი კი სამი კვირის წინ გამოცხადდა.