ბათუმის ბიუჯეტი 420 ათასი ლარით გაიზარდა

28 ივნისი 2018, 00:00 1908 ნახვა

დღესვე იმსჯელეს ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე. ბიუჯეტი შემოსულობების ხარჯზე მილიონ 420 ათასი ლარით გაიზარდა და 169 მილიონ 400 ათასი ლარი შეადგინა.

ასევე ბათუმის სტრატეგიული განვითარების გეგმა მიიღეს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა, რომელიც 2018-21 წლებზეა გაწერილი და ათ მიმართულებას მოიცავს.
 

დოკუმენტი ბათუმის მერის ლაშა კომახიძის წინასაარჩევნო დაპირებებისა და პროგრამის მიხედვით შემუშავდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში