ბათუმის კულტურის ცენტრის ქალთა კამერული გუნდი ლატვიაში გასტროლისთვის ემზადება. მუსიკალური გუნდი მონაწილეობას საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალში მიიღებს. ფესტივალი 100 წელია იმართება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 40 ათასამდე პროფესიონალი საგუნდო მუსიკის კოლექტივები მონაწილეობენ.
ბათუმის ქალთა კამერული გუნდი ფესტივალში ერთხელ უკვე მონაწილეობდა, გუნდი მიმდინარე წელს კი 30 ივნისს გაემგზავრება და ლატვიაში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.