მეოთხე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

28 ივნისი 2018, 00:00 2142 ნახვა

თამარის დასახლებაში, კორპუსის მეოთხე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. 

შემთხვევის ადგილზე მისულ, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მედიკოსებს, კაცი გარდაცვლილი დახვდათ. 

თვითმხილველების თქმით, შუახნის მამაკაცი ფანჯრის გაღების დროს გადმოვარდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 

ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი