ბათუმი-თბილისის ჩქაროსნულ მატარებელში მგზავრებს დღეს კონდინცირების სიტემა გათიშული დახვდათ. ქობულეთში ნახევარ საათიანი დაყოვნების შემდეგ, ხარვეზი აღმოიფხვრა და მატარებელმა გზა განაგრძო. მგზავრები ყვებიან, რომ სისტემა ამ დრომდე მხოლოდ ერთ ვაგონში არ მუშაობს. ის ადამიანები კი, რომლებსაც მეორე ვაგონის ბილეთი ჰქონდათ ნაყიდი, სხვა ვაგონში გადაიყვანეს.
''ახლა ნორმალური სიტუაციაა. კონდინცირების სისტემა მუშაობს. ბათუმიდან ქობულეთამდე არ იყო. აუტანელი სიცხე იყო ვაგონში. ვიკითხეთ რატომ არ მუშაობდა სისტემა ან ფაქტის შესახებ მგზავრებს წინასწარ რატომ არ აცნობეს? გამცილებელმა გვიპასუხა, რომ ხარვეზის შესახებ არ იცოდა, მოგვიანებით კი უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა, რომ კომპანიას ბილეთის ყიდვის დროს უნდა გავეფრთხილებინეთ. მატარებელში ასვლისას სიცხე იგრძნობოდა. გასვლაც რადენიმე წუთით დააგვიანეს, რაც არ ჩვევიათ. როცა მატარებელი დგას და ემზადება წამოსასვლელად, უკვე ყველაფერი შემოწმებულია, ჩართულია სისტემა. კონდინცირება რომ არ მუშაობდა სავარაუდოდ იცოდნენ. როგორც ერთ-ერთმა ახლობელმა მითხრა ამ მატარებელს პრობლემა თბილისდან გამოსვლის დროსაც ჰქონდა'' - ამბობს სალომე ცეცხლაძე.
დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში რატომ იყო გათიშული კონდენცირების სისტემა? აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციას საქართველოს რკინიგზაში აზუსტებს.